ქვეკატერგორიები
ცოტა ხნის წინ, ჟურნალ "ი-ფლაქსში" გამოქვეყნებული, ზომებით უკიდეგანო ინტერვიუ გამოჩნდა, სათაურით „გასაუბრება ჟულიან ასანჟთან, ნაწილი პირველი", რომელიც, თავისი სიღრმით ნამდვილად ყველასგან გამოირჩეოდა. გერმანელი არტისტის - ჰანს პიტერ ფელდმანის ორგანიზებულ ინტერვიუში დიდი ინფორმაცია ჩაიდო სხვადასხვა ტიპისა და იდეოლოგიის მატარებელ სახელმწიფო და ანდერგრაუნდ სტრუქტურებზე, რომლებიც მსოფლიოს ინფორმაციის ნაკადებს, მათ გადანაწილებასა და კონტროლს უზრუნველყოფენ.
IDS ბორჯომი საქართველოს და არტარეას ერთობლივი პროექტი - „გენეტიკური კოდი“ მიზნად ისახავს გამოჩენილი ადამიანების შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებას, სადაც ასახული იქნება მათი მოღვაწეობა. პირველი ფილმი ცნობილ ქართველ მხატვარს - პეტრე ოცხელს მიეძღვნა.
ზღაპარი , რომელსაც დასასრული არა აქვს და რომლის სითბოს და სიყვარულს ჩვენ მრავალი წლის შემდეგაც ვგრძნობთ, როდესაც სახურავების ბინადარ პატარა კაცუნას, კარლსონს ვიხსენებთ.
ტელეკომპანია არტარეა და ლისი დეველოპმენტი წარმოგიდგენთ: "ზღაპარმა" პატარა მსუქან პროპელერიან კაცზე, რომელიც სახურავზე ცხოვრობს, უბრალო კრამიტიან სტოკჰოლმის სახურავებს, სულ სხვა ზღაპრული ელფერი შესძინა ლევან წულაძე ჩვენი ზღაპრული პროექტის პირველი მეზღაპრეა.