ლიტერატურა და წიგნები სულ 72 ჩანაწერი

per page
ნაჩვენები 1 - 9 სულ 72
  • გადაცემა "ლიტერატურული წახნაგები" რუბრიკით odi et amo („მძულს და მიყვარს“) წარმოგიდგენთ ჰერმან ჰესესა და თომას მანის პირად მიმოწერას. საუბარი ეხება გერმანული ლიტერატურის ორი კორიფეს, ორი ნობელიატის ტაქტიან და ფაქიზ ურთიერთობას.

  • „ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე - შეხვედრა გივი ალხაზიშვილთან.

  • ლიტერატურის განვითერება მთლიან კონტექსტში,შეუძლებელია განვიხილოთ დიდი მთარგმნელების მოღვაწეობის გარეშე. ქალქი ბიბლიოთეკის ეს გამოშვება, ივანე მაჩაბელს ეძღვნება პიროვნებას, რომელმაც საქართველოში შექსპირის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი.

  • ზღაპარი დიდებისთვის, იმის გასახსენებლად, რომ ისინიც ოდესღაც ბავშვები იყვნენ. ზღაპარი ბავშვებისთვის, რათა მათ არასოდეს დაივიწყონ ბავშვობა. ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი" არტარეას და ლისი დეველოპმენტის ერთობლივი პორექტის ფარგლებში. კითხულობს მერაბ ნინიძე.

  • ქალაქი მოთხრობაა, ქალაქი ამბავია, ქალაქი ბიბლიოთეკაა. ახალი სეზონის კიდევ ერთ გამორჩეულ გადაცემა, ”ქალაქი ბიბლიოთეკა”. არტარეასა და ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რატი ამაღლობელი, მის სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა ლიტერატურულ ტურში წარგვიძღვება. ამჯერად, გალაკტიონის სახლ-მუზეუმს ვესტუმრებით. პროექტი, ხორციელდება, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

  • 2014 წელს ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი „ვინ მოკლა ჩაიკა" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის „წლის საუკეთესო რომანი" გამარჯვებული გახდა. ანა კორძაია-სამადაშვილი ავტორია მოთხრობების კრებულისა „ბერიკაობა", „მე, მარგარიტა", რომანის „შუშანიკის შვილები". მისი პუბლიცისტური წერილები და მოთხრობები ქვეყნდებოდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში" და გაზეთ „24 საათში". ანა კორძაია-სამადაშვილი, როგორც დებიუტანტი ავტორი, ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებული 2003 წელს, პრემიის დაარსებისთანავე, გახდა. საღამოს უძღვება მწერალი დავით გაბუნია და საუბარი ანასთან მიმდინარეობს როგორც მის ბოლო რომანზე, ასევე ავტორის მთელ შემოქმედებაზე. საქართველოს მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia http://on.fb.me/R7wXKu

  • "დავიბადე მხოლოდ ერთხელ, გაზაფხულის პირველ კვირას…" ცოცხალი წიგნები მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე- ლია ლიქოკელი.

  • ვაჟა-ფშაველა - წარმართობა და ქრისტიანობა. ვაჟას პოემებში, კოლექტიური ცნობიერებიდან ინდივიდუალობის ემანსიპაციის პროცესი. ახალი აღთქმის იმპულსები, ძველ-აღთქმისეულ გარემოში. პროექტი ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

  • არსებობს ქალაქი, უბრალოდ ქალაქი, არაფრით გამორჩეული. ისეთი როგორიც ათასია. ჩვენი ქალაქის მსგავსს სხვას ვერსად ნახავ. ის უნდა წაიკითხო. ქალაქი- ბიბლიოთეკა, რატი ამაღლობელი და ზაზა აბზიანიძე ილია ჭავჭავაძის შესახებ მოგვითხრობენ.

ნაჩვენები 1 - 9 სულ 72