ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა ლიტერატურაზე.
გადაცემა "ლიტერატურული წახნაგები" რუბრიკით odi et amo („მძულს და მიყვარს“) წარმოგიდგენთ ჰერმან ჰესესა და თომას მანის პირად მიმოწერას. საუბარი ეხება გერმანული ლიტერატურის ორი კორიფეს, ორი ნობელიატის ტაქტიან და ფაქიზ ურთიერთობას.
გადაცემა „ლიტერატურული წახნაგების“ დღევანდელი გამოშვების რუბრიკაა habent sua fata libelli – წიგნებს თავიანთი ბედი აქვთ. მასში გესაუბრებით იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს რომან „ფუკოს ქანქარაზე“. ეკოს თავისი მეორე რომანი ყველაზე მთავარ მხატვრულ წიგნად მიაჩნდა, რადგან არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც ინტელექტუალების მიერ ხუმრობით შეთხზული შეთქმულების თეორია, რომელიც თავზარდამცემი სინამდვილე აღმოჩნდება.