ლექცია სულ 46 ჩანაწერი

per page
ნაჩვენები 28 - 36 სულ 46
  • ლექცია შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ტერორისტულ ორგანიზაციებს (ისლამური სახელმწიფო, გამარჯვების ფრონტი, სირიის თავისუფალი არმია და ა.შ), "სალაფია ალ-ჯიჰაად"- ჯიჰადი სალაფიზმში, რეგიონში არსებული რელიგიურ-კონფესიური დაპირისპირების მიზეზები და გადაწყვეტის გზები. არაბი ექსპერტებისა და ბლოგერების დამოკიდებულება რეგიონში არსებული კონფლიქტისადმი.http://artarea.tv/

  • ქართული შრიფტის განვითარების ძირითად ეტაპები, პირველი ნაბეჭდი წიგნიდან - დღემდე. რა ცვლილებები განიცადა ქართული შრიფტის დიზაინმა და რა ადგილი უჭირავს მას თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებში? ასევე ქართული ტექსტების ლათინური ასოებით წერის პრობლემებზე, ელექტრონულად აღდგენილ ქართულ შრიფტებზე და ამ სფეროს მომავალი განვითარების შესაძლო გზებზე.

  • ალექს ჩიღვინაძე და ქუჩის აკადემია ჭიათურაში.

  • გადაცემა „ლიტერატურული წახნაგების“ დღევანდელი გამოშვების რუბრიკაა habent sua fata libelli – წიგნებს თავიანთი ბედი აქვთ. მასში გესაუბრებით იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს რომან „ფუკოს ქანქარაზე“. ეკოს თავისი მეორე რომანი ყველაზე მთავარ მხატვრულ წიგნად მიაჩნდა, რადგან არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც ინტელექტუალების მიერ ხუმრობით შეთხზული შეთქმულების თეორია, რომელიც თავზარდამცემი სინამდვილე აღმოჩნდება.

  • გიორგი დავითაშვილი - სამართლიანობა და კანონის სავალდებულოობის საკითხი სოფისტებისა და სოკრატეს შეხედულებების მიხედვით.

  • არტარეა წარმოგიდგენთ: ქუჩის აკადემია Vol 1. სანდრო ასათიანის ლექცია: "წიგნის ისტორია: ტექსტიდან ინტერაქციამდე"

  • არტარეა წარმოგიდგენთ: ქუჩის აკადემია, გაზაფხულის სეზონის დასაწყისი. ლექციის სინოპსისი: "მივესალმები ზეადამიანს", წერდა დიდი ირლანდიელი პოეტი უილიამ ბატლერ იეიტსი, "მე მას ვუწოდებ სიკვდილს სიცოცხლეში და სიცოცხლეს სიკვდილში". დეკონსტრუქცია არის მცდელობა, მოვიაზროთ არა სიცოცხლე ცალკე, გამიჯნული სიკვდილისაგან, არამედ სიკვდილთან ერთად, აქედან გამომდინარე ყველა მოულოდნელი, პარადოქსული, ირონიული და შემაშფოთებელი შედეგით. სიტყვა "დეკონსტრუქია" დღეს პოპულარულია და ხშირად ყოველდღიურ მეტყველებაშიც კი აღწევს. მაგალითისთვის, "ჰარის დეკონსტრუქცია" ჰქვია ვუდი ალენის ერთ ფილმს. ტერმინი 1960-იანების პარიზში გაჩნდა და ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ დერიდას სახელთანაა დაკავშირებული. ფილოსოფიური, ლიტერატურული და პოლიტიკური თემებისა და ფიგურების განხილვის პროცესში ჩვენ შევეცდებით განვსაზღვროთ, რა (არ) არის დეკონსტრუქცია."

  • არტარეა წარმოგიდგენთ ქუჩის აკადემია Vol. 1 დავით მაკარიძე საუბრობს ონეირონავტიკაზე -- სიზმრების მართვის ხელოვნებაზე

ნაჩვენები 28 - 36 სულ 46