"Fashion Beat" 4 - Glycerin Tears View larger

"Fashion Beat" 4 - Glycerin Tears

New product

აღწერა

"Fashion as a whole is a farce, completely. The people behind it are perverted, the styles are created by freaked out people, just natural weirdos..." (Edie Sedgwick "Ciao! Manhattan") გლიცერინი -- უფერო, ბლანტი ჰიდროსკოპიული სითხე, მოტკბო გემოთი. წარმოადგენს სუბსტანციას მალამოების და სხვა სამკურნალო ფორმების დასამზადდებლად. სუფთა სახით გლიცერინს გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი, რის გამოც გრიმიორები მას ხშირად ხელოვნური ცრემლების და ტირილის ეფექტის შესაქმნელად იყენებენ. "Fashion Beat"-ის მეოთხე გამოშვება 60-იანი წლების ცნობილი მოდელის და ენდი უორჰოლის მუზის, ედი სედგვიკის მონოლოგით არის ინსპირირებული ჯონ პალმერისა და დეივიდ უეიზმანის ფილმიდან "ჩაო! მანჰეტენო". ფილმში ედი სედგვიკი ფაქტობრივად საკუთარ თავს განასახიერებს და ღიად ლაპარაკობს მოდის სისტემაზე, რომელიც მხოლოდ სიყალბესა და ძალადობაზეა დაფუძნებული. ფილმში ჩვენ ვხედავთ ედი სედგვიკს, როგორც ამ სისტემის პროდუქტს და მსხვერპლს, ლამაზ დაავადებულ თოჯინას, რომელიც ანგრევს საკუთარ თავს და ამ ყველაფერში იმ პერიოდის ამერიკული საზოგადოება მოიაზრება. "გლიცერინის ცრემლებში" გოგოები არ ტირიან. მათი ცრემლები ყალბია. ისინი უბრალოდ მოდის მსხვერპლებს განასახიერებენ. თუმცა "Cecin'est pas une pipe".

სხვა სერიები