New product
This product is no longer in stock
Warning: Last items in stock!
Availability date:
როდესაც 1925 წელს ანდრე ბრეტონმა სიურრეალიზმის და მხატვრობის შესახებ საეტაპო მნიშვნელობის ტექსტი დაწერა, ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ეს მოძრაობა ვიზუალურ ხელოვნებასთან გაიგივდებოდა. გარეგანი სინამდვილის მიამიტური ასახვისგან ვიზუალური ხელოვნების გათავისუფლება იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც თანამედროვე ხელოვნების ტრანსფორმაცია გამოიწვია. სიურრეალისტების მნიშვნელოვანი წვლილი ამ ცვლილებაში იმას გულისხმობდა, რომ ისინი პირველები იყვნენ, ვინც ხელოვნებაში სიზმრისეული სამყაროს ასახვა შეიტანეს. სიურეალისტი მხატვრები ფროიდისეულ ფსიქოანალიზზე მინიშნებებს აკეთებდნენ და საკუთარი ხელოვნება არაცნობიერის, სიზმრების, ტრანსული მდგომარეობის, პოეტური აზრების და ფსიქოლოგიური ასოციაციების წარმოჩენის ასპარეზად აქციეს. _ საბჭოთა პერიოდში გამოტოვებული წლები, კულტურის ისტორია და ინფორმაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებმა ხალხმა თავის დროზე ვერ მიიღო. "გამოტოვებული 70 წელი" არის მცდელობა საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოტოვებული ინფორმაციული პლასტის აღდგენის.