ქუჩის აკადემია - ირაკლი მაღრაძე - "სპორტი, როგორც მენტალური ბრძოლა" View larger

ქუჩის აკადემია - ირაკლი მაღრაძე - "სპორტი, როგორც მენტალური ბრძოლა"

New product

აღწერა

არტარეა წარმოგიდგენთ: ქუჩის აკადემია Vol.2 ირაკლი მაღრაძის საჯარო ლექცია - "სპორტი, როგორც მენტალური ბრძოლა" "ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მუდმივად ვდგებით პატარა თუ დიდი გამოწვევების წინაშე. ხშირად ამას თავადაც ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში უდიდეს როლს მენტალური სიძლიერე თამაშობს. ფსიქოლოგიური მომზადება უმთავრესია სპორტშიც. სხვადასხვა მაგალითების გაანალიზებით, შეგვიძლია ბევრი ისეთი რამ გავიგოთ, რაც არასპორტულ ცხოვრებაში, ჩვეულებრივ მოკვდავებსაც გამოგვადგება. არის თუ არა ნიჭი სპორტში წარმატების მიღწევის გარანტია და რამდენად რთულია გახდე ლეგენდა, მილიონებისთვის სათაყვანებელი გმირი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, დღევანდელ მსოფლიოში, სულ უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა იხარჯება." http://artarea.tv

სხვა სერიები