ქვეკატერგორიები
ახალი U.F.O თავიდან ბოლომდე გიო სუმბაძეზეა, ვიდეობლოგს მუსიკალურად რეზო ღლონტი აფორმებს, ყველა ტრეკი მისი ახალი ალბომიდან, The Diary Of The Second Officer-იდან, არის გამოყენებული.
ვიდეობლოგი "Art Syndrome" სექტემბრის გამოშვებაში წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვნების სიახლეებს: - Ikono On Air Festival - Moscow Art Biennale - NY Art Book Fair - ვაჟიკო ჩაჩხიანი - 'PUBLIC PRINCIPLE' IN FOCUS: Anish Kapoor
ადამიანი და ტექნოლოგია- SpacePunk-ი ტექნოპარკზე, სადაც ალგორითმები და რობოტები მართავენ პროცესებს.
აბორტი - მკვლელობა თუ ქალის უფლება? თემაზე საუბრობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
ალექსანდრე რეხვიაშვილი ერთერთი ყველაზე თვითმყოფადი და საინტერესო რეჟისორია ქართულ კინოში. ქართული საზოგადოება რეხვიაშვილს, საკუთარი თავმდაბლობის, გარკვეული ჰერმეტული ხელწერის და საბჭოთა ცენზურის გამო, თითქმის არ იცნობს. არ იციან არც მისი ფილმები და არც მისი გვარი. თუმცა პომპიდუს ცენტრში, როტერდამის კინოფესტივალის არქივში და ბერლინის კინო არქივში საგანგებოდ დაცულია მისი ფილმების ასლები. რეხვიაშვილის ფილმებს არა დაფასება, არამედ შეფასება სჭირდება. ეს შემოქმედი ქართული კურტურის ნამდვილი სიამაყეა, თუმცა როგორ შეიძლება იამაყო იმით, რაც არც იცი? 2012 წლის თებერვალში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა ამ შემოქმედს გამოფენა მიუძღვნა, რომელიც საქართველოს კინო ცენტრის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბატონი საშას გამოფენა იმდენად წარმატებული იყო, რომ ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ცენტრის გახსნიდან დღემდე სწორედ მის გამოფენას ჰყავდა. ეს ვიდეო ესსე გამოფენის კონტექსტშია გაკეთებული. მიხარია, რომ ამ დიდი შემოქმედის მსოფლმხედველობა და სიბრძნე დაფიქსირდა ამ ნამუშევარში. მნიშვნელოვანია, რომ არტარეა სწორედ ის კულტურული სივრცეა, რომლის მაყურებელი ალექსანდრე რეხვიაშვილს უფრო ახლოს გაიცნობს. იმედი მაქვს ბატონი საშა კიდევ არაერთი ფილმის გადაღებას მოახერხებს და კიდევ უფრო გაამდიდრებს სამყაროს თავისი უნიკალური ხედვით.