ქვეკატერგორიები
არტარეა წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჰიუ ჰადსონთან. ბრიტანელი კინორეჟისორი, რომელიც თბილისის რიგით მე-17 საერთაშორისო კინო ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა საქართველოს. მისი კარიერა 1960-იანი წლების ლონდონში დაიწყო, იმ პერიოდში ეს ქალაქი ტრანსფორმაციის პროცესში იყო. ის ოთხი ოსკარის მფლობელი ფილმის ,,ცეცხლოვნი ეტლების" რეჟისორია, თუმცა კარიერის დასაწყისში ჰადსონი სარეკლამო რგოლებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკმენტური ფილმების გადაღებით იყო დაკავებული. არტარეა გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს რეჟისორთან.
გადაცემა "ლიტერატურული წახნაგები" რუბრიკით odi et amo („მძულს და მიყვარს“) წარმოგიდგენთ ჰერმან ჰესესა და თომას მანის პირად მიმოწერას. საუბარი ეხება გერმანული ლიტერატურის ორი კორიფეს, ორი ნობელიატის ტაქტიან და ფაქიზ ურთიერთობას.
სესია #4-ის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ისაუბრებს თემაზე სამართლიანობა ლიტერატურაში (ნაწილი I). ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) Artarea/Tv2.0-თან თანამშრომლობით 11 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით ახორციელებს სამართლის სკოლას „სამართალი და ფილოსოფია“.
"ეს არის ისტორია სახელმწიფოზე, თუ როგორ ახდენს კონტროლს ადამიანსა და ბუნებაზე... ეს არის ისტორია რუსეთზე და მის ტოტალურ კონტროლზე საბჭოთა პერიოდის დროს." ???? Sputnik Photos-ს წევრი ფოტოგრაფების დოკუმენტური ფოტოების გამოფენა Artarea Gallery-ში. KOLGA TBILISI PHOTO 2019
თიბისი ბანკის კინოპროექტის მეოთხე ფილმის გადაღება - ფილმი IV -- "კაცი, რომელსაც ვუყვარდი". ფილმი ორი მეგობარი გოგონას დიალოგზეა აგებული. ერთ-ერთი მათგანი მეგობარს წინა დღის უცნაურ თავგადასავალს უყვება...მოქმედება მაისის თვეში მიმდინარეობს... სცენარი ანა კორძაია-სამადაშვილის ნოველის მიხედვით შეიქმნა. რეჟისორი: ანა ურუშაძე, სცენარი: მარიამ პერტია, ოპერატორი: გიორგი შანიძე, მხატვარი: შორენა ფსუტური. 'Making Of' filmed by Levan Maisuradze.
პროექტი ”ინდექსი” ეძღვნება თბილისის საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევას. დოკუმენტური ფილმი “ინდექსი 0177” ეძღვნება თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კომპლექსის ”მაღლივის” კვლევას. კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა XX საუკუნის 70-იან წლებში და ამ დროის საბჭოთა თბილისის ერთ-ერთი მასშტაბური ურბრანული პროექტია. მაღლივის საუნივერსიტეტო კომპლექსის შესახებ საუბრობს არქიტექტორი ნატალია ნებიერიძე
„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე - შეხვედრა გივი ალხაზიშვილთან.