ქვეკატერგორიები
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Gs461r1Z2Q8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
საინტერესო შემოქმედების იგნორირება, სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებისთვის ნორმალური მოვლენაა. ავთო მესხი ამ შემთხვევაში ექსტრემალური მაგალითია. ადამიანი, რომელიც 13 წლიდან ავთო ვარაზის უახლოესი მეგობარი იყო და 20 წელზე მეტია სრულიად განსაკუთრებულ, საკუთარ გამომსახველობის მქონე ფერწერას აკეთებს, დღეს რუსთავში ცხოვრობს უსახლკაროების პანსიონში და მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ იცის საქართველოში. ეს ადამიანები ბატონ ავთოს შეძლებისდაგვარად წლების განმავლობაში ეხმარებიან უბრალოდ გადარჩენაში. ავთო მესხის ერთი შეხედვით აბსტრაქტული ფერწერა სინამდვილეში რეალობის ინტერპრეტაციაა, ყოველთვის ძალიან კონკრეტული სათაურებით. ეს ვიდეო ბატონ ავთოს ეძღვნება, მის მეგობრობის წლებს ავთო ვარაზთან. იმედია, მალე ბატონი ავთოს სოციალური მდგომარეობა შეიცვლება, მისი ნამუშევრები უფრო დაფასდება და ჩვენი სირცხვილი მის მიმართ პროპორციულად შემცირდება. @ ვატო წერეთელი
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) Artarea/Tv2.0-თან თანამშრომლობით 11 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით ახორციელებს სამართლის სკოლას „სამართალი და ფილოსოფია“. სესია #3-ის სტუმარია აკაკი ყულიჯანაშვილი, რომელიც ისაუბრებს თემაზე განმანათლებლობა და ჰუმანიზმი. • როგორ იცვლება და ყალიბდება სამართლისა და სამართლიანობის იდეა ჰუმანიზმის ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან ერთად
შახ აივაზოვი "ომის ხაზი” კურატორი: დინა ოგანოვა ისტორიები ამერიკიდან რიჩარდ ბრემი “ნიუ იორკი: გაშლილ ადგილას დამალვა” ქრის სასპექტი “როგორ მოახერხა ეს პანკ-კულტურამ?” სოლ რობინსი „თავდაპირველი მიღება“ ოივინდ ჰილმენი "სადმე" კურატორი: თინა შელჰორნი ჩვეულებრივს მიღმა-დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები კურატორი: პროფ. დ. გებჰარდტი კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი “ურბანული ლაბირინთი-გალერეა კოპელმანი” კურატორი: ი. & ვ. კოპელმანი კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი "ბავშვები.მომავალი დღეს"-საერთაშორისო კონკურსის,“UNICEF-ის წლის ფოტოს”საუკეთესო ფოტოები და რეპორტაჟები კონცეფციის და პროექტის მენეჯერი: ანგელა ბ. რუპრეჰტი კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი
თიბისი ბანკის კინოპროექტი 20/12 მხატვრულ ფილმი, რომელშიც გაერთიანებული იქნება 12 დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წელიწადის 12 თვეზე. აპრილის თვე. რიგით მესამე ფილმი, გადაღება დაიწყო 17 მაისს და მიმდინარეობდა 3 დღეს. სამუშაო სათაური „კარგი გაკვეთილი". ეს არის 14 წლის ბიჭის, გიოს, ერთი დღის ისტორია. ის მიენდობა უცნობ ადამიანს, რომელიც მას ოცნების ასრულებას დაჰპირდება. მთავარ პერსონაჟს საინტერესო და დაბრკოლებებით სავსე თავგადასავალი გადახდება და სწორედ მაშინ, როდესაც საწადელთან ძალიან ახლოსაა, ხდება ყველაზე გაუთვალისწინებელი რამ. რეჟ. გრიგოლ აბაშშიძე სცენ. ელენე იაშვილი ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი მხატვარი: თეო ბარამიძე.
მოიარე - შენი ოთახის ფანჯრიდან, ყველაფერს ვერ დაინახავ, წიგნებში მხოლოდ ნახევარია მოთხრობილი, დანარჩენი შენ თვითონ უნდა ნახო. სინამდვილეში, ეს ქვეყანა ბევრად უფრო დიდია და ფერადი ვიდრე შენ წარმოგიდგენია. არტარეას და გალფის ახალი პროექტი, ზაფხულის მანძილზე სწორედ ამაში დაგეხმარებათ. მოიარე ალექს ჩიღვინაძესთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე, შეეხე შენს ისტორიას და იმოგზაურე გალფის მარტივ რუკებთან ერთად. დაელოდე გადაცემას, ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 9-ზე.