თემატური სულ 339 ჩანაწერი

per page
ნაჩვენები 55 - 63 სულ 339
  • ქალაქი მოთხრობაა, ქალაქი ამბავია, ქალაქი ბიბლიოთეკაა. ახალი სეზონის კიდევ ერთ გამორჩეულ გადაცემა, ”ქალაქი ბიბლიოთეკა”. არტარეასა და ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რატი ამაღლობელი, მის სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა ლიტერატურულ ტურში წარგვიძღვება. ამჯერად, გალაკტიონის სახლ-მუზეუმს ვესტუმრებით. პროექტი, ხორციელდება, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

  • ასეთი თბილი, წვიმიანი ზაფხული და მუსიკალური ფერადი შემოდგომა გვქონდა არტარეაზე "თბილისურ ეზოებში. რეზო კიკნაძის კვინტეტი სოლოლაკის ერთ ერთ ყველაზე კოლორიტულ ეზოში კოჯრის N7. ეს არაჩვეულებრივი პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

  • 2014 წელს ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი „ვინ მოკლა ჩაიკა" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის „წლის საუკეთესო რომანი" გამარჯვებული გახდა. ანა კორძაია-სამადაშვილი ავტორია მოთხრობების კრებულისა „ბერიკაობა", „მე, მარგარიტა", რომანის „შუშანიკის შვილები". მისი პუბლიცისტური წერილები და მოთხრობები ქვეყნდებოდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში" და გაზეთ „24 საათში". ანა კორძაია-სამადაშვილი, როგორც დებიუტანტი ავტორი, ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებული 2003 წელს, პრემიის დაარსებისთანავე, გახდა. საღამოს უძღვება მწერალი დავით გაბუნია და საუბარი ანასთან მიმდინარეობს როგორც მის ბოლო რომანზე, ასევე ავტორის მთელ შემოქმედებაზე. საქართველოს მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia http://on.fb.me/R7wXKu

  • ცოტა ხნის წინ, ჟურნალ "ი-ფლაქსში" გამოქვეყნებული, ზომებით უკიდეგანო ინტერვიუ გამოჩნდა, სათაურით „გასაუბრება ჟულიან ასანჟთან, ნაწილი პირველი", რომელიც, თავისი სიღრმით ნამდვილად ყველასგან გამოირჩეოდა. გერმანელი არტისტის - ჰანს პიტერ ფელდმანის ორგანიზებულ ინტერვიუში დიდი ინფორმაცია ჩაიდო სხვადასხვა ტიპისა და იდეოლოგიის მატარებელ სახელმწიფო და ანდერგრაუნდ სტრუქტურებზე, რომლებიც მსოფლიოს ინფორმაციის ნაკადებს, მათ გადანაწილებასა და კონტროლს უზრუნველყოფენ. @ გიგი გულედანი

  • თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი დაახლოებით 150 ოჯახი ცხვრობს. დასახლებას თავისი სკოლა აქვს, რომელსაც "თბილისის ზღვის სკოლა" ჰქვია. სკოლიდან დაბრუნებული ბავშვები საბჭოთა კავშირის დროს აშენებული სანატორიუმის ნანგრევებში თამაშობენ, ხელოვნურ ზღვას გაჰყურებენ და ალბათ იმ სანაპიროზე ოცნებობენ, რომელიც მათ არ უნახავთ. @ ნატა სოფრომაძე, მაკა კუკულავა

  • კინორეჟისორი ელდარ შენგელაია საუბრობს საბჭოთა ბიუროკრატიაზე, ცნობილი ფილმების ისტორიებზე, გადაღების დეტალებსა და პირად მოგონებებზე ლევან წულაძის და ეკა მაზმიშვილის გადაცემაში "სამი სკამი".

  • არტარეას პროექტის "Live@Twilight" -ის ახალი სეზონის გახსნა - ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) და ნატალია ბერიძის ლაივი "ისთ ფოინთში". პროექტის წარმომდგნები შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქი "ისთ ფოინთი"

  • არტარეა წარმოგიდგენთ: ქუჩის აკადემია Vol. 2 გიორგი პოპიაშვილის ლექცია: "მე ვაკვირდები" "დაახლოებით თხუთმეტი წელია კომუნიკაციის სფეროში ვმოღვაწეობ. ჩემზე ამბობენ თავის საქმეში წარმატებული და აზრზე მოსულიაო. არ ვიცი რამდენად ასეა. ეს მათ კითხეთ. ასეა თუ ისე, ჩემი პროფესია მჭიდროდ არის დაკავშირებული დაკვირვებასთან. მე ვაკვირდები საგნებს, ქცევას, ჩვევებს, ყველაფერს რაც ჩემ გრაშემო ხდება და ვცდილობ ყველაფერში მსგავსება, ლოგიკა, შინაარსი და გარკვეული პატერნი აღმოვაჩინო. დავინახო ის რასაც სხვა ყურადღებას არ აქცევს. ეს ჩემი ჩვევაა, გნებავთ ავადმყოფობა. შაბათს რამოდენიმე ასეთ დაკვირვებაზე მინდა მოგიყვეთ. რომელიც ვფიქრობ არა მარტო ჩემი სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება საიტერესო." http://www.popiashvili.com

ნაჩვენები 55 - 63 სულ 339