არტისტები სულ 26 ჩანაწერი

per page
ნაჩვენები 10 - 18 სულ 26
  • <iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Gs461r1Z2Q8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

  • საინტერესო შემოქმედების იგნორირება, სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებისთვის ნორმალური მოვლენაა. ავთო მესხი ამ შემთხვევაში ექსტრემალური მაგალითია. ადამიანი, რომელიც 13 წლიდან ავთო ვარაზის უახლოესი მეგობარი იყო და 20 წელზე მეტია სრულიად განსაკუთრებულ, საკუთარ გამომსახველობის მქონე ფერწერას აკეთებს, დღეს რუსთავში ცხოვრობს უსახლკაროების პანსიონში და მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ იცის საქართველოში. ეს ადამიანები ბატონ ავთოს შეძლებისდაგვარად წლების განმავლობაში ეხმარებიან უბრალოდ გადარჩენაში. ავთო მესხის ერთი შეხედვით აბსტრაქტული ფერწერა სინამდვილეში რეალობის ინტერპრეტაციაა, ყოველთვის ძალიან კონკრეტული სათაურებით. ეს ვიდეო ბატონ ავთოს ეძღვნება, მის მეგობრობის წლებს ავთო ვარაზთან. იმედია, მალე ბატონი ავთოს სოციალური მდგომარეობა შეიცვლება, მისი ნამუშევრები უფრო დაფასდება და ჩვენი სირცხვილი მის მიმართ პროპორციულად შემცირდება. @ ვატო წერეთელი

  • თბილისის საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობაზე ERTI Gallery წარმოადგენს - ლევან მინდიაშვილს, ტატო ახალკაციშვილს, ლევან სონღულაშვილს და უტა ბექაიას.

  • გეგა აბულაძის ვიდეობლოგი

  • მამუკა ჯაფარიძე საველე აკადემია ეკოლოგიური მეურნეობა და ხელოვნება შინდისი 2012 "სულ მეფიქრება, რომ ყველაფერი სინამდვილეში ძალიან მარტივადაა. ჩვენი ცნობიერება დაბინდულია ათასი წვრილმანით. სამყაროს მარტივი ბალანსი და წესრიგი კი თითქოს ჩვენს თვალწინაა. ალბათ ეს სიმარტივეა რთულად აღქმადი. ეს ვიდეო-ესსე ეხება შემოქმედების, კრეატივის ექსპორტს ხელოვნების კონტექსტიდან და მის იმპორტს ბიომეურნეობაში. თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სასწავლო კურსი, "ეკოლოგიური მეურნეობა და ხელოვნება", შესაძლებელი გახდა შინდისში მამუკა ჯაფარიძის და ანთეა ნიკოლსონის რეზიდენციაში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. კურსის მთავარი მიზანი და ამოცანაა ბუნების და ადამიანის დამაკავშირებელი არხების ტექნიკური შეკეთება. ცხადია, რომ კავშირი ადამიანის გადაჭარბებული დომინაციის შედეგად არის დაზიანებული, ამიტომაც ბუნებრივია, რომ კონტაქტის აღდგენა სწორედ ჩვენი სამუშაოა. კურსი ვერ შედგებოდა, რომ არა მამუკა ჯაფარიძის, როგორც შემოქმედის, უკიდეგანო ბოისიანური და ფენომენალური მსოფლმხედველობა. როგორც იქნა, ფუკუშიმას ტრაგედიის შედეგად მთელი კაცობრიობა დაფიქრდა, რომ პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა ყველას ეხება. მთელს მსოფლიოში დაიწყო ატომური ენერგიის გაუქმების შესახებ მუშაობა".

  • CES Records-ს მეორე გამოშვების Run Run (CES002) ინსტალაცია TAF • Tbilisi Art Fair 2019-ის ფარგლებში.

ნაჩვენები 10 - 18 სულ 26