"Endorphin #2" ფრედ უესლის თბილისურ ვიზიტს ეძღვნება. ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელშიც მუსიკოსი საუბრობს საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
* ინსტალაციები "U.F.O."-ს სტუდიაში. * Tbilisi Open Air-ის მიმოხილვა, ინტერვიუ აჩიკო გულედანთან. * კონცერტი გუდიაშვილის ბაღში.
IDS ბორჯომი საქართველოს და არტარეას ერთობლივი პროექტი - „გენეტიკური კოდი“ მიზნად ისახავს გამოჩენილი ადამიანების შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებას, სადაც ასახული იქნება მათი მოღვაწეობა. პირველი ფილმი ცნობილ ქართველ მხატვარს - პეტრე ოცხელს მიეძღვნა.
U.F.O.-ს სტუდიაში თამუნა ხმიადაშვილის ობიექტებისა და ინსტალაციების გამოფენა. ფესტივალი „რე-ანიმაცია", რომელიც რუსთავში, ტროლეიბუსების პარკში, გაიმართა. გერმანულ ჟურნალ Starship-ის ექსპოზიცია CCA-ში.
საბჭოთა პერიოდში გამოტოვებული წლები, კულტურის ისტორია და ინფორმაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებმა ხალხმა თავის დროზე ვერ მიიღო. "გამოტოვებული 70 წელი" არის მცდელობა საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოტოვებული ინფორმაციული პლასტის აღდგენის.
ვიდეობლოგი ნინა ახვლედიანის რეკომენდაციებით. ვიდეო-გიდი მსოფლიო კულტურული ივენთების, გამოფენების, სპექტაკლების, საბალეტო დადგმების, ზოგადად ხელოვნების სფეროში.