ლექციები ღია სივრცეში
არტარეა წარმოგიდგენთ: ქუჩის აკადემია Vol.2 ირაკლი მაღრაძის საჯარო ლექცია - "სპორტი, როგორც მენტალური ბრძოლა" "ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მუდმივად ვდგებით პატარა თუ დიდი გამოწვევების წინაშე. ხშირად ამას თავადაც ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში უდიდეს როლს მენტალური სიძლიერე თამაშობს. ფსიქოლოგიური მომზადება უმთავრესია სპორტშიც. სხვადასხვა მაგალითების გაანალიზებით, შეგვიძლია ბევრი ისეთი რამ გავიგოთ, რაც არასპორტულ ცხოვრებაში, ჩვეულებრივ მოკვდავებსაც გამოგვადგება. არის თუ არა ნიჭი სპორტში წარმატების მიღწევის გარანტია და რამდენად რთულია გახდე ლეგენდა, მილიონებისთვის სათაყვანებელი გმირი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, დღევანდელ მსოფლიოში, სულ უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა იხარჯება." http://artarea.tv
არტარეა წარმოგიდგენთ: ქუჩის აკადემია Vol.2 ზაზა კოშკაძისა და თევდორე მირიჯანაშვილი. "მე მწერალი არ ვარ, მე ვარ მკითხველი! ძალიან მხიბლავს ქართული ლიტერატურა და განსაკუთრებული სიყვარული მაქ საშინელებათა ჟანრის..." უყურეთ საჯარო ლექციათა ციკლს - "ქუჩის აკადემია". მხოლოდ არტარეაზე. http://artarea.tv/
სატელევიზიო გადაცემა: "უცნობი მუსიკის" თანაავტორი და წამყვანის - გია ხადურის საჯარო ლექცია პოპ მუსიკის შესახებ, რომელიც აღიქმება როგორც თანამედროვე ფოლკლორი. ქუჩის აკადემია საჯარო ლექციათა ციკლია, რომელიც წარმოდგენილია არტარეაზე. არტარეა - თქვენი მეგზური კულტურაში! http://artarea.tv/
უყურეთ საჯარო ლექციების ციკლს ქუჩის აკადემია. ამჯერად ლექციას კითხულობს ვახო ვახტანგიშვილი, კომპანია Leavingstone-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ინოვაციები... ინოვაციები საქართველოში.... და როგორ შეიძლება მივიდეთ ინოვაციურ იდეებამდე... არტარეა - თქვენი მეგზური კულტურაში! http://artarea.tv/
არტარეა წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების ციკლს - "ქუჩის აკადემია".. ლექციას კითხულობს გიორგი ღვინჯილია, რომელიც ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ მიემართებიან ერთმანეთს ძალაუფლება და ხელოვნება. მეტად საინტერესო ნაშრომთა თავმოყრა და მათზე საუბარი. უყურეთ არტარეას. არტარეა - თქვენი მეგზური კულტურაში. http://artarea.tv/
ლექცია შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ტერორისტულ ორგანიზაციებს (ისლამური სახელმწიფო, გამარჯვების ფრონტი, სირიის თავისუფალი არმია და ა.შ), "სალაფია ალ-ჯიჰაად"- ჯიჰადი სალაფიზმში, რეგიონში არსებული რელიგიურ-კონფესიური დაპირისპირების მიზეზები და გადაწყვეტის გზები. არაბი ექსპერტებისა და ბლოგერების დამოკიდებულება რეგიონში არსებული კონფლიქტისადმი.http://artarea.tv/
ქართული შრიფტის განვითარების ძირითად ეტაპები, პირველი ნაბეჭდი წიგნიდან - დღემდე. რა ცვლილებები განიცადა ქართული შრიფტის დიზაინმა და რა ადგილი უჭირავს მას თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებში? ასევე ქართული ტექსტების ლათინური ასოებით წერის პრობლემებზე, ელექტრონულად აღდგენილ ქართულ შრიფტებზე და ამ სფეროს მომავალი განვითარების შესაძლო გზებზე.