დოკუმენტური ფილმი ”ინდექსი” 0193 ეთმობა პროექტ ”აკადემქალაქს”, რომელიც გულისხმობდა საბჭოთა თბილისში ახალი მიკრო უბანის განაშენიანებას, სადაც თავმოყრილი იქნებოდა სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, ბიბლიოთეკა და ა.შ. პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილი განხორცილედა. პროექტ ”აკადემქალაქის” შესახებ საუბრობს არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი
პროექტი " ცოცხალი წიგნები"-ს ფარგლებში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გიორგი ლობჟანიძის პოეზიის საღამო შედგა.
თუ ყურს დაუგდებ, შენი სამშობლო, ყველაზე ლამაზ და ფერად ზღაპარს მოგიყვება... #მოიარე- ამჯერად არტარეას გადამღები ჯგუფი და ალექს ჩიღვინაძე ვარძიას ესტუმრნენ. არტარეას და გალფის ახალი პროექტი, ზაფხულის მანძილზე სწორედ საქართველოს მოვლაში დაგეხმარებათ. შეეხე შენს ისტორიას და იმოგზაურე გალფის მარტივ რუკებთან ერთად.
არსებობს ქალაქი, უბრალოდ ქალაქი, არაფრით გამორჩეული. ისეთი როგორიც ათასია. ჩვენი ქალაქის მსგავსს სხვას ვერსად ნახავ. ის უნდა წაიკითხო. ქალაქი- ბიბლიოთეკა, რატი ამაღლობელი და ზაზა აბზიანიძე ილია ჭავჭავაძის შესახებ მოგვითხრობენ.
რას ნიშნავს ზრუნვა და კონტროლი და როგორია მათ შორის ბალანსი ბავშვის აღზრდის პროცესში? ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა საუბრობს ბავშვის აღზრის სტილზე. ფსიქოგანათლება არტარეას და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ერთობლოვი პროექტი
მამუკა ჯაფარიძე საველე აკადემია ეკოლოგიური მეურნეობა და ხელოვნება შინდისი 2012 "სულ მეფიქრება, რომ ყველაფერი სინამდვილეში ძალიან მარტივადაა. ჩვენი ცნობიერება დაბინდულია ათასი წვრილმანით. სამყაროს მარტივი ბალანსი და წესრიგი კი თითქოს ჩვენს თვალწინაა. ალბათ ეს სიმარტივეა რთულად აღქმადი. ეს ვიდეო-ესსე ეხება შემოქმედების, კრეატივის ექსპორტს ხელოვნების კონტექსტიდან და მის იმპორტს ბიომეურნეობაში. თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სასწავლო კურსი, "ეკოლოგიური მეურნეობა და ხელოვნება", შესაძლებელი გახდა შინდისში მამუკა ჯაფარიძის და ანთეა ნიკოლსონის რეზიდენციაში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. კურსის მთავარი მიზანი და ამოცანაა ბუნების და ადამიანის დამაკავშირებელი არხების ტექნიკური შეკეთება. ცხადია, რომ კავშირი ადამიანის გადაჭარბებული დომინაციის შედეგად არის დაზიანებული, ამიტომაც ბუნებრივია, რომ კონტაქტის აღდგენა სწორედ ჩვენი სამუშაოა. კურსი ვერ შედგებოდა, რომ არა მამუკა ჯაფარიძის, როგორც შემოქმედის, უკიდეგანო ბოისიანური და ფენომენალური მსოფლმხედველობა. როგორც იქნა, ფუკუშიმას ტრაგედიის შედეგად მთელი კაცობრიობა დაფიქრდა, რომ პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა ყველას ეხება. მთელს მსოფლიოში დაიწყო ატომური ენერგიის გაუქმების შესახებ მუშაობა".
როდესაც 1925 წელს ანდრე ბრეტონმა სიურრეალიზმის და მხატვრობის შესახებ საეტაპო მნიშვნელობის ტექსტი დაწერა, ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ეს მოძრაობა ვიზუალურ ხელოვნებასთან გაიგივდებოდა. გარეგანი სინამდვილის მიამიტური ასახვისგან ვიზუალური ხელოვნების გათავისუფლება იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც თანამედროვე ხელოვნების ტრანსფორმაცია გამოიწვია. სიურრეალისტების მნიშვნელოვანი წვლილი ამ ცვლილებაში იმას გულისხმობდა, რომ ისინი პირველები იყვნენ, ვინც ხელოვნებაში სიზმრისეული სამყაროს ასახვა შეიტანეს. სიურეალისტი მხატვრები ფროიდისეულ ფსიქოანალიზზე მინიშნებებს აკეთებდნენ და საკუთარი ხელოვნება არაცნობიერის, სიზმრების, ტრანსული მდგომარეობის, პოეტური აზრების და ფსიქოლოგიური ასოციაციების წარმოჩენის ასპარეზად აქციეს. _ საბჭოთა პერიოდში გამოტოვებული წლები, კულტურის ისტორია და ინფორმაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებმა ხალხმა თავის დროზე ვერ მიიღო. "გამოტოვებული 70 წელი" არის მცდელობა საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოტოვებული ინფორმაციული პლასტის აღდგენის.
"არტ სინდრომი" წარმოგიდგენთ დავით კაკაბაძის გამოფენის ვირტუალურ ტურს, გიამბობთ თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე გთავაზობთ სალომე მაჩაიძის გამოფენას 3D ფორმატში.