ახალი U.F.O თავიდან ბოლომდე გიო სუმბაძეზეა, ვიდეობლოგს მუსიკალურად რეზო ღლონტი აფორმებს, ყველა ტრეკი მისი ახალი ალბომიდან, The Diary Of The Second Officer-იდან, არის გამოყენებული.
აბორტი - მკვლელობა თუ ქალის უფლება? თემაზე საუბრობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
თიბისი ბანკის კინოპროექტის მეოთხე ფილმის გადაღება - ფილმი IV -- "კაცი, რომელსაც ვუყვარდი". ფილმი ორი მეგობარი გოგონას დიალოგზეა აგებული. ერთ-ერთი მათგანი მეგობარს წინა დღის უცნაურ თავგადასავალს უყვება...მოქმედება მაისის თვეში მიმდინარეობს... სცენარი ანა კორძაია-სამადაშვილის ნოველის მიხედვით შეიქმნა. რეჟისორი: ანა ურუშაძე, სცენარი: მარიამ პერტია, ოპერატორი: გიორგი შანიძე, მხატვარი: შორენა ფსუტური. 'Making Of' filmed by Levan Maisuradze.
* თათული ნუცუბიძის კაბების ჩვენება (მოდელები: ნინა ფოცხოშვილი, ნატალი ბასილაია, ირი თოდრიაშვილი) * ელენე დამენია ნიუ--ორკიდან, სპეციალურად "U.F.O."-სთვის * ზურა ჯიშკარიანი (ზომბი)
არტარეა და IDS ბორჯომი საქართველო წარმოგიდგენთ გიორგი კალანდიას მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის შესახებ.
წამების დეფინიცია - საუბარი ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავასთან. გადაცემის ლაიტმოტივია ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობა "კატარინა ბლუმის შელახული ღირსება" და მის მიხედვით გადაღებული ვოლკერ შლიონდორფის ამავე სახელწოდების ფილმი.
თიბისი ბანკის კინოპროექტი 20/12 მხატვრულ ფილმი, რომელშიც გაერთიანებული იქნება 12 დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წელიწადის 12 თვეზე. აპრილის თვე. რიგით მესამე ფილმი, გადაღება დაიწყო 17 მაისს და მიმდინარეობდა 3 დღეს. სამუშაო სათაური „კარგი გაკვეთილი". ეს არის 14 წლის ბიჭის, გიოს, ერთი დღის ისტორია. ის მიენდობა უცნობ ადამიანს, რომელიც მას ოცნების ასრულებას დაჰპირდება. მთავარ პერსონაჟს საინტერესო და დაბრკოლებებით სავსე თავგადასავალი გადახდება და სწორედ მაშინ, როდესაც საწადელთან ძალიან ახლოსაა, ხდება ყველაზე გაუთვალისწინებელი რამ. რეჟ. გრიგოლ აბაშშიძე სცენ. ელენე იაშვილი ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი მხატვარი: თეო ბარამიძე.
ნინია კაკაბაძის სტუმარია ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი. გადაცემის პირობითი სათაურია "რწმენა და ცოდნა'', ხოლო საუბრის მთავარი თემა რუმინელი კინორეჟისორის ქრისტიან მუნჯიუს ფილმი "გორაკებს მიღმა", რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნება.
2012 წლის 17 დეკემბერს, კინოთეატრებში „რუსთაველი" და „ამირანი", თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის ფარგლებში შექმნილი მხატვრული ფილმის, ''20/12"-ის, პრემიერა გაიმართა.