მისი უღრმესი ქანიდან ვყვირივარ: ანი ბანი და განი და დანი ზანი და თანდათან თანი კანი და ლანი და მანი მანი და მე ნანი-ნანი-ნა მინდა. " გილოცავთ! ქართული დამწერლობა, ჩვენი ანი, ბანი და განი, დღეიდან მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. #წერექართულად და #შეეხეკულტურას არტარეასთან ერთად. თბილისურ ეზო, რატი ამაღლობელი და გოგი ძოძუაშვილი "ქალაქში წერილი მოვიდა," არტარეას და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი.
„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე - შეხვედრა გივი ალხაზიშვილთან.
"თბილისური ეზო" -ჩვენ ვბრუნდებით აივნებიანი ქალაქის ეზოებში და ვმღერით ისე, როგორც მხოლოდ საქართველოში მღერიან. ეს არაჩვეულებრივი პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
2014 წელს ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი „ვინ მოკლა ჩაიკა" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის „წლის საუკეთესო რომანი" გამარჯვებული გახდა. ანა კორძაია-სამადაშვილი ავტორია მოთხრობების კრებულისა „ბერიკაობა", „მე, მარგარიტა", რომანის „შუშანიკის შვილები". მისი პუბლიცისტური წერილები და მოთხრობები ქვეყნდებოდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში" და გაზეთ „24 საათში". ანა კორძაია-სამადაშვილი, როგორც დებიუტანტი ავტორი, ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებული 2003 წელს, პრემიის დაარსებისთანავე, გახდა. საღამოს უძღვება მწერალი დავით გაბუნია და საუბარი ანასთან მიმდინარეობს როგორც მის ბოლო რომანზე, ასევე ავტორის მთელ შემოქმედებაზე. საქართველოს მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia http://on.fb.me/R7wXKu
"დავიბადე მხოლოდ ერთხელ, გაზაფხულის პირველ კვირას…" ცოცხალი წიგნები მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე- ლია ლიქოკელი.
ვაჟა-ფშაველა - წარმართობა და ქრისტიანობა. ვაჟას პოემებში, კოლექტიური ცნობიერებიდან ინდივიდუალობის ემანსიპაციის პროცესი. ახალი აღთქმის იმპულსები, ძველ-აღთქმისეულ გარემოში. პროექტი ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
პროექტი " ცოცხალი წიგნები"-ს ფარგლებში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გიორგი ლობჟანიძის პოეზიის საღამო შედგა.