ნინია კაკაბაძის ვიდეობლოგი
აბორტი - მკვლელობა თუ ქალის უფლება? თემაზე საუბრობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
წამების დეფინიცია - საუბარი ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავასთან. გადაცემის ლაიტმოტივია ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობა "კატარინა ბლუმის შელახული ღირსება" და მის მიხედვით გადაღებული ვოლკერ შლიონდორფის ამავე სახელწოდების ფილმი.
ნინია კაკაბაძის სტუმარია ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი. გადაცემის პირობითი სათაურია "რწმენა და ცოდნა'', ხოლო საუბრის მთავარი თემა რუმინელი კინორეჟისორის ქრისტიან მუნჯიუს ფილმი "გორაკებს მიღმა", რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნება.
ნინია კაკაბაძე და სალომე ასათიანი (რადიო ''თავისუფლების" კორესპონდენტი და კულტურის სოციოლოგი) საუბრობენ ამერიკელი ავტორის, ლაიონელ შრაივერის, წიგნზე სახელწოდებით "კევინზე გვაქვს სალაპარაკო" (We Need to Talk About Kevin), რომლის მიხედვითაც 2011 წელს შოტლანდიელმა რეჟისორმა, ლინ რემსიმ, ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.
მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსი, უნგრელი კინორეჟისორი იშტვან საბო, სტუმრად ნინია კაკაბაძის ვიდეობლოგში "თემა".
მარკიზ დე სადის რომანი "სოდომის 120 დღე" და პაოლო პაზოლინის ფილმი "სალო, ანუ სოდომის 120 დღე" - ამ ორი ნაწარმოების გარშემო ნინია კაკაბაძე და გიორგი მაისურაძე საუბრობენ თემაზე "წამების ვნება".