არტარეა წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჰიუ ჰადსონთან. ბრიტანელი კინორეჟისორი, რომელიც თბილისის რიგით მე-17 საერთაშორისო კინო ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა საქართველოს. მისი კარიერა 1960-იანი წლების ლონდონში დაიწყო, იმ პერიოდში ეს ქალაქი ტრანსფორმაციის პროცესში იყო. ის ოთხი ოსკარის მფლობელი ფილმის ,,ცეცხლოვნი ეტლების" რეჟისორია, თუმცა კარიერის დასაწყისში ჰადსონი სარეკლამო რგოლებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკმენტური ფილმების გადაღებით იყო დაკავებული. არტარეა გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს რეჟისორთან.
არტარეა წამოგიდგენთ ინტერვიუს მაგნუმის სააგენტოს გერმანელ ფოტოგრაფსა და ფოტოჟურნალოსტთან, ტომას დვორჟაკთან. ამჯერად საქართველოს დვორჟაკი მისი ახალი პროექტის ,,რუსული დღიურის კვალდაკვალ" ესტუმრა. პროექტი არის ფოტოგრაფისა და მწერლის, ჯულიუს შტრაუსის კოლაბორაცია და წარმოადგენს რობერტ კაპასა და ჯონ სტეინბეკის მიერ 70 წლია წინ რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში მოგზაურობის თანამედროვე ინტერპრეტაციას. არტარეასთან ინტერვიუში ფოტოგრაფი საუბრობს იმ მიზეზებზე რომლებმაც ფოტოგრაფობისკენ უბიძგა, მის კავშირზე კავკასიასა და საქართველოსთან და საკუთარი ადგილის პოვნაზე