20/12

თიბისი ბანკის კინოპროექტი

20/12 There are 3 records.

Showing 1 - 3 of 3 items
  • თიბისი ბანკის კინოპროექტის მეოთხე ფილმის გადაღება - ფილმი IV -- "კაცი, რომელსაც ვუყვარდი". ფილმი ორი მეგობარი გოგონას დიალოგზეა აგებული. ერთ-ერთი მათგანი მეგობარს წინა დღის უცნაურ თავგადასავალს უყვება...მოქმედება მაისის თვეში მიმდინარეობს... სცენარი ანა კორძაია-სამადაშვილის ნოველის მიხედვით შეიქმნა. რეჟისორი: ანა ურუშაძე, სცენარი: მარიამ პერტია, ოპერატორი: გიორგი შანიძე, მხატვარი: შორენა ფსუტური. 'Making Of' filmed by Levan Maisuradze.

  • თიბისი ბანკის კინოპროექტი 20/12 მხატვრულ ფილმი, რომელშიც გაერთიანებული იქნება 12 დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წელიწადის 12 თვეზე. აპრილის თვე. რიგით მესამე ფილმი, გადაღება დაიწყო 17 მაისს და მიმდინარეობდა 3 დღეს. სამუშაო სათაური „კარგი გაკვეთილი". ეს არის 14 წლის ბიჭის, გიოს, ერთი დღის ისტორია. ის მიენდობა უცნობ ადამიანს, რომელიც მას ოცნების ასრულებას დაჰპირდება. მთავარ პერსონაჟს საინტერესო და დაბრკოლებებით სავსე თავგადასავალი გადახდება და სწორედ მაშინ, როდესაც საწადელთან ძალიან ახლოსაა, ხდება ყველაზე გაუთვალისწინებელი რამ. რეჟ. გრიგოლ აბაშშიძე სცენ. ელენე იაშვილი ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი მხატვარი: თეო ბარამიძე.

  • 2012 წლის 17 დეკემბერს, კინოთეატრებში „რუსთაველი" და „ამირანი", თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის ფარგლებში შექმნილი მხატვრული ფილმის, ''20/12"-ის, პრემიერა გაიმართა.

Showing 1 - 3 of 3 items