ნიკა მაჩაიძე, თამარ კალხიტაშვილი, ეთო გაბაშვილი და გიორგი კეკელიძე საუბრობენ ვიდეოთამაშების, ლიტერატურისა და რეალობის მომავალზე.
ნარატივ დიზაინერი, Stephen Dinehart თვლის, რომ ვიდეო თამაშები "ტოტალური ხელოვნების" ნიმუშია, ლიტერატურის, მუსიკისა და პერფორმანსის ახალი გამაერთიანებელი ფორმა, ვაგნერის "Gesamtkunstwerk" ციფრული მედიის ეპოქაში. არის თუ არა ვიდეო თამაშები შემდეგი ნაბიჯი storytelling-ის უძველეს ტრადიციაში და იქცევა თუ არა "ტექსტების გენერატორი" მწერალი ასეთ დროს მულტიმედიური ხატებისა და ხილვების დიზაინერად?
არტარეასა და IDS ბორჯომი საქართველოს ერთობლივი პროექტი „გენეტიკური კოდი“ წარმოგიდგენთ ალექსანდრე გაბუნიას დოკუმენტურ ფილმს რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის შესახებ.
ზღაპარი დიდებისთვის, იმის გასახსენებლად, რომ ისინიც ოდესღაც ბავშვები იყვნენ. ზღაპარი ბავშვებისთვის, რათა მათ არასოდეს დაივიწყონ ბავშვობა. ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი" არტარეას და ლისი დეველოპმენტის ერთობლივი პორექტის ფარგლებში. კითხულობს მერაბ ნინიძე.
ნინია კაკაბაძე და სალომე ასათიანი (რადიო ''თავისუფლების" კორესპონდენტი და კულტურის სოციოლოგი) საუბრობენ ამერიკელი ავტორის, ლაიონელ შრაივერის, წიგნზე სახელწოდებით "კევინზე გვაქვს სალაპარაკო" (We Need to Talk About Kevin), რომლის მიხედვითაც 2011 წელს შოტლანდიელმა რეჟისორმა, ლინ რემსიმ, ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.
ლევან წულაძე, ეკა მაზმიშვილი და დავით დოიაშვილი გადაცემაში "სამი სკამი"- თეატრზე, არტისტების ცხოვრებასა და ქართულ რეალობაზე.