artarea TV There are 439 records.

per page
Showing 19 - 27 of 439 items
  • ალექსანდრე რეხვიაშვილი ერთერთი ყველაზე თვითმყოფადი და საინტერესო რეჟისორია ქართულ კინოში. ქართული საზოგადოება რეხვიაშვილს, საკუთარი თავმდაბლობის, გარკვეული ჰერმეტული ხელწერის და საბჭოთა ცენზურის გამო, თითქმის არ იცნობს. არ იციან არც მისი ფილმები და არც მისი გვარი. თუმცა პომპიდუს ცენტრში, როტერდამის კინოფესტივალის არქივში და ბერლინის კინო არქივში საგანგებოდ დაცულია მისი ფილმების ასლები. რეხვიაშვილის ფილმებს არა დაფასება, არამედ შეფასება სჭირდება. ეს შემოქმედი ქართული კურტურის ნამდვილი სიამაყეა, თუმცა როგორ შეიძლება იამაყო იმით, რაც არც იცი? 2012 წლის თებერვალში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა ამ შემოქმედს გამოფენა მიუძღვნა, რომელიც საქართველოს კინო ცენტრის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბატონი საშას გამოფენა იმდენად წარმატებული იყო, რომ ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ცენტრის გახსნიდან დღემდე სწორედ მის გამოფენას ჰყავდა. ეს ვიდეო ესსე გამოფენის კონტექსტშია გაკეთებული. მიხარია, რომ ამ დიდი შემოქმედის მსოფლმხედველობა და სიბრძნე დაფიქსირდა ამ ნამუშევარში. მნიშვნელოვანია, რომ არტარეა სწორედ ის კულტურული სივრცეა, რომლის მაყურებელი ალექსანდრე რეხვიაშვილს უფრო ახლოს გაიცნობს. იმედი მაქვს ბატონი საშა კიდევ არაერთი ფილმის გადაღებას მოახერხებს და კიდევ უფრო გაამდიდრებს სამყაროს თავისი უნიკალური ხედვით.

  • სალომე მაჩაიძის Vankuverian Vendeta Taf 2019-ის ფარგლებში.

  • არტარეა წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჰიუ ჰადსონთან. ბრიტანელი კინორეჟისორი, რომელიც თბილისის რიგით მე-17 საერთაშორისო კინო ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა საქართველოს. მისი კარიერა 1960-იანი წლების ლონდონში დაიწყო, იმ პერიოდში ეს ქალაქი ტრანსფორმაციის პროცესში იყო. ის ოთხი ოსკარის მფლობელი ფილმის ,,ცეცხლოვნი ეტლების" რეჟისორია, თუმცა კარიერის დასაწყისში ჰადსონი სარეკლამო რგოლებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკმენტური ფილმების გადაღებით იყო დაკავებული. არტარეა გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს რეჟისორთან.

  • გადაცემა "ლიტერატურული წახნაგები" რუბრიკით odi et amo („მძულს და მიყვარს“) წარმოგიდგენთ ჰერმან ჰესესა და თომას მანის პირად მიმოწერას. საუბარი ეხება გერმანული ლიტერატურის ორი კორიფეს, ორი ნობელიატის ტაქტიან და ფაქიზ ურთიერთობას.

  • პირველი გადაცემის სტუმარია ილიკო სუხიშვილი.

  • სესია #4-ის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ისაუბრებს თემაზე სამართლიანობა ლიტერატურაში (ნაწილი I). ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) Artarea/Tv2.0-თან თანამშრომლობით 11 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით ახორციელებს სამართლის სკოლას „სამართალი და ფილოსოფია“.

  • "ეს არის ისტორია სახელმწიფოზე, თუ როგორ ახდენს კონტროლს ადამიანსა და ბუნებაზე... ეს არის ისტორია რუსეთზე და მის ტოტალურ კონტროლზე საბჭოთა პერიოდის დროს." ???? Sputnik Photos-ს წევრი ფოტოგრაფების დოკუმენტური ფოტოების გამოფენა Artarea Gallery-ში. KOLGA TBILISI PHOTO 2019

  • თიბისი ბანკის კინოპროექტის მეოთხე ფილმის გადაღება - ფილმი IV -- "კაცი, რომელსაც ვუყვარდი". ფილმი ორი მეგობარი გოგონას დიალოგზეა აგებული. ერთ-ერთი მათგანი მეგობარს წინა დღის უცნაურ თავგადასავალს უყვება...მოქმედება მაისის თვეში მიმდინარეობს... სცენარი ანა კორძაია-სამადაშვილის ნოველის მიხედვით შეიქმნა. რეჟისორი: ანა ურუშაძე, სცენარი: მარიამ პერტია, ოპერატორი: გიორგი შანიძე, მხატვარი: შორენა ფსუტური. 'Making Of' filmed by Levan Maisuradze.

  • პროექტი ”ინდექსი” ეძღვნება თბილისის საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევას. დოკუმენტური ფილმი “ინდექსი 0177” ეძღვნება თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კომპლექსის ”მაღლივის” კვლევას. კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა XX საუკუნის 70-იან წლებში და ამ დროის საბჭოთა თბილისის ერთ-ერთი მასშტაბური ურბრანული პროექტია. მაღლივის საუნივერსიტეტო კომპლექსის შესახებ საუბრობს არქიტექტორი ნატალია ნებიერიძე

Showing 19 - 27 of 439 items