ARTAREA TV და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი წარმოგიდგენთ უნიკალურ დოკუმენტურ ქრონიკებს ფილმში "ჩვენი თაობის არჩევნები". ფილმში გამოყენებულია საბჭოთა საქართველოს ქრონიკები 1988, საქართველოს ქრონიკები 1989, მ.ბორაშვილის ფილმი: წილი ნაყარია
1920-1930 წლებში ქართული ქორეოგრაფიული სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და მკვლევარმა დავით ჯავრიშვილმა სვანეთში იმოგზაურა. მან საკუთარი კინო აპარატით სვანური ცეკვები გადაიღო, ფირი დ. ჯავრიშვილს სამეცნიერო კვლევებისთვის სჭირდებოდა. 80 წელიწადზე მეტ ხანს უნიკალური მასალა საოჯახო არქივში ინახებოდა. 2011 წელს კინოფირი "ხელოვნების სასახლის" სამუზეუმო საცავს გადაეცა და მისი აღდგენა-რესტავრაციის შემდეგ პირველად 2012 წელს გამოქვეყნდა.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი -- გაიგეთ ყველაფერი ამ გამორჩეული შენობის შესახებ და დაათვალიერეთ უნიკალური საგანძური, რომელიც მის შიგნით ინახება.
ქართული ცეკვის რაინდი - დავით ჯავრიშვილი. გიორგი კალანდიას მესამე ვიდეობლოგი, რომელიც ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ცნობილ ბალეტმეისტერსა და ეროვნული ქორეოგრაფიის მკვლევარს, დავით ჯავრიშვილს ეძღვნება.
ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე აჰმედ მელაშვილი თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის გამორჩეული ისტორიული ფიგურაა. თუმცა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი დღემდე არ არსებობდა.არტარეამ ჩვენებურთა ბელადის შესახებ ორსერიანი დოკუმენტური კინოქრონიკა მოამზადა, რომელშიც უნიკალური საარქივო, ფოტო და ვიდეო მასალებია გამოყენებული. ფილმი ორ ნაწილად არის დაყოფილი და მაყურებელს მოუთხრობს ჩვენებურთა ბელადის თავგადასავალს ახალგაზრდობიდან მის ქუჩაში დახვრეტამდე...
ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე აჰმედ მელაშვილი თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის გამორჩეული ისტორიული ფიგურაა. თუმცა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი დღემდე არ არსებობდა. არტარეამ ჩვენებურთა ბელადის შესახებ ორსერიანი დოკუმენტური კინოქრონიკა მოამზადა, რომელშიც უნიკალური საარქივო, ფოტო და ვიდეო მასალებია გამოყენებული. ფილმი ორ ნაწილად არის დაყოფილი და მაყურებელს მოუთხრობს ჩვენებურთა ბელადის თავგადასავალს ახალგაზრდობიდან მის ქუჩაში დახვრეტამდე...