Subcategories
პარლამენტის შენობა დღემდე შემორჩენილი სახით დამოუკიდებლობამდეც, თითქმის 40 წელი გადმოჰყურებდა რუსთაველის გამზირს, მაგრამ უმაღლესი საბჭოს ფიქტიური ხასიათის გათვალისწინებით, რეალური ფუნქცია მან სწორედ ოთხმოციანების ბოლოს შეიძინა, საიდანაც დაიწყო კიდეც შენობის ისტორიულად ყველაზე ინტენსიური ეტაპი. თაღებიანი მონოლითი იყო ის ეპიცენტრი, სადაც განვითარდა ბოლო 25 წლის ყველაზე დრამატული პოლიტიკური რიტუალები.
2012 წლის 17 დეკემბერს, კინოთეატრებში „რუსთაველი" და „ამირანი", თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის ფარგლებში შექმნილი მხატვრული ფილმის, ''20/12"-ის, პრემიერა გაიმართა.
"Index" is a ongoing project about soviet architectural heritage in post soviet Tbilisi. Georgia. Documentary “Index - 0144” is about Palace of Rituals, which is the iconic building of the late soviet architecture. About Palace of Rituals and it’s architectural value talks David Bostanashvili.
"ადამიანი მოვიდა შენთან, ჩამოგისვა სულზე ცოცხი" შოთა იათაშვილის პოეზიის საღამო "ცოცხალი წიგნები" მარჯანიშვილის სცენაზე.
ქალაქი მოთხრობაა, ქალაქი ამბავია, ქალაქი ბიბლიოთეკაა. ახალი სეზონის კიდევ ერთ გამორჩეულ გადაცემა, ”ქალაქი ბიბლიოთეკა”. არტარეასა და ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რატი ამაღლობელი, მის სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა ლიტერატურულ ტურში წარგვიძღვება. ამჯერად, გალაკტიონის სახლ-მუზეუმს ვესტუმრებით. პროექტი, ხორციელდება, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
არტარეას და GCRT -ის (წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის) ერთობლივი პროექტი - ფსიქოგანათლება. მაია ცირამუა GCRT-ის ბავშვთა ფსიქოლოგი საუბრობს მშობლის როლზე ბავშვის განვითარების პროცესში. რას ნიშნავს ბავშვის უპირობო მიღება, და რამდენად მნიშვნელოვანია განსაკუთრების "თინეიჯერობის ასაკში", რას ნიშნავს მიჯაჭვულობის და ავტონომიურობის ცნება და რა გავლენას ახდენს პიროვნების განვითარებაზე.