New product
This product is no longer in stock
Warning: Last items in stock!
Availability date:
ირმა ტაველიძე - მწერალი, მთარგმნელი. ნათარგმნი აქვს მიშელ უელბეკის წიგნები: "პლატფორმა", "სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები", ასევე - ქეთი ქანთარიასთან ერთად - პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს "აქ და ახლა"; არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: "ავტობიოგრაფია ფრანგულად" და "აღმოსავლეთის გამოგონება". ლექციის თემა: ფრანკოფილის ვნებანი: ჯულიან ბარნსის „ფლობერის თუთიყუში“ • მეტაფიქციური ნარატივი. სიცხადე და მისტიფიკაცია - მხატვრული და დოკუმენტური პროზის ზღვარზე. წიგნის სტრუქტურა. • გუსტავ ფლობერი, როგორც რომანის ცენტრალური ფიგურა. სამი ნარატივი და ნარატორი, რომელიც ავტორის ალტერ ეგოს არ წარმოადგენს. პერსონაჟების მოგზაურობა: „მადამ ბოვარის“ პერსონაჟები ჯულიან ბარნსის წიგნში. • ავტორის ცხოვრება და ბიოგრაფების ინტერპრეტაცია. ლიტერატურული კრიტიკის თემა. ისტორიული სიმართლის ძიებისას განცდილი მარცხი. • ობსესია ლიტერატურულ ტექსტში. ლიტერატურით შეპყრობილთა თავშექცევა. ფრანკოფილი მწერლის მოგზაურობა დროსა და სივრცეში. • თუთიყუშის გამოცანა. ლექცია რიგით მეოთხეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“, მხარდამჭერი კი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.