ზღაპარი დიდებისთვის, იმის გასახსენებლად, რომ ისინიც ოდესღაც ბავშვები იყვნენ. ზღაპარი ბავშვებისთვის, რათა მათ არასოდეს დაივიწყონ ბავშვობა. ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი" არტარეას და ლისი დეველოპმენტის ერთობლივი პორექტის ფარგლებში. კითხულობს მერაბ ნინიძე.
წამების დეფინიცია - საუბარი ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავასთან. გადაცემის ლაიტმოტივია ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობა "კატარინა ბლუმის შელახული ღირსება" და მის მიხედვით გადაღებული ვოლკერ შლიონდორფის ამავე სახელწოდების ფილმი.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Gs461r1Z2Q8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
საინტერესო შემოქმედების იგნორირება, სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებისთვის ნორმალური მოვლენაა. ავთო მესხი ამ შემთხვევაში ექსტრემალური მაგალითია. ადამიანი, რომელიც 13 წლიდან ავთო ვარაზის უახლოესი მეგობარი იყო და 20 წელზე მეტია სრულიად განსაკუთრებულ, საკუთარ გამომსახველობის მქონე ფერწერას აკეთებს, დღეს რუსთავში ცხოვრობს უსახლკაროების პანსიონში და მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ იცის საქართველოში. ეს ადამიანები ბატონ ავთოს შეძლებისდაგვარად წლების განმავლობაში ეხმარებიან უბრალოდ გადარჩენაში. ავთო მესხის ერთი შეხედვით აბსტრაქტული ფერწერა სინამდვილეში რეალობის ინტერპრეტაციაა, ყოველთვის ძალიან კონკრეტული სათაურებით. ეს ვიდეო ბატონ ავთოს ეძღვნება, მის მეგობრობის წლებს ავთო ვარაზთან. იმედია, მალე ბატონი ავთოს სოციალური მდგომარეობა შეიცვლება, მისი ნამუშევრები უფრო დაფასდება და ჩვენი სირცხვილი მის მიმართ პროპორციულად შემცირდება. @ ვატო წერეთელი
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) Artarea/Tv2.0-თან თანამშრომლობით 11 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით ახორციელებს სამართლის სკოლას „სამართალი და ფილოსოფია“. სესია #3-ის სტუმარია აკაკი ყულიჯანაშვილი, რომელიც ისაუბრებს თემაზე განმანათლებლობა და ჰუმანიზმი. • როგორ იცვლება და ყალიბდება სამართლისა და სამართლიანობის იდეა ჰუმანიზმის ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან ერთად
შახ აივაზოვი "ომის ხაზი” კურატორი: დინა ოგანოვა ისტორიები ამერიკიდან რიჩარდ ბრემი “ნიუ იორკი: გაშლილ ადგილას დამალვა” ქრის სასპექტი “როგორ მოახერხა ეს პანკ-კულტურამ?” სოლ რობინსი „თავდაპირველი მიღება“ ოივინდ ჰილმენი "სადმე" კურატორი: თინა შელჰორნი ჩვეულებრივს მიღმა-დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები კურატორი: პროფ. დ. გებჰარდტი კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი “ურბანული ლაბირინთი-გალერეა კოპელმანი” კურატორი: ი. & ვ. კოპელმანი კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი "ბავშვები.მომავალი დღეს"-საერთაშორისო კონკურსის,“UNICEF-ის წლის ფოტოს”საუკეთესო ფოტოები და რეპორტაჟები კონცეფციის და პროექტის მენეჯერი: ანგელა ბ. რუპრეჰტი კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი