თიბისი ბანკის კინოპროექტი 20/12 მხატვრულ ფილმი, რომელშიც გაერთიანებული იქნება 12 დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წელიწადის 12 თვეზე. აპრილის თვე. რიგით მესამე ფილმი, გადაღება დაიწყო 17 მაისს და მიმდინარეობდა 3 დღეს. სამუშაო სათაური „კარგი გაკვეთილი". ეს არის 14 წლის ბიჭის, გიოს, ერთი დღის ისტორია. ის მიენდობა უცნობ ადამიანს, რომელიც მას ოცნების ასრულებას დაჰპირდება. მთავარ პერსონაჟს საინტერესო და დაბრკოლებებით სავსე თავგადასავალი გადახდება და სწორედ მაშინ, როდესაც საწადელთან ძალიან ახლოსაა, ხდება ყველაზე გაუთვალისწინებელი რამ. რეჟ. გრიგოლ აბაშშიძე სცენ. ელენე იაშვილი ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი მხატვარი: თეო ბარამიძე.
მოიარე - შენი ოთახის ფანჯრიდან, ყველაფერს ვერ დაინახავ, წიგნებში მხოლოდ ნახევარია მოთხრობილი, დანარჩენი შენ თვითონ უნდა ნახო. სინამდვილეში, ეს ქვეყანა ბევრად უფრო დიდია და ფერადი ვიდრე შენ წარმოგიდგენია. არტარეას და გალფის ახალი პროექტი, ზაფხულის მანძილზე სწორედ ამაში დაგეხმარებათ. მოიარე ალექს ჩიღვინაძესთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე, შეეხე შენს ისტორიას და იმოგზაურე გალფის მარტივ რუკებთან ერთად. დაელოდე გადაცემას, ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 9-ზე.
ქალაქი მოთხრობაა, ქალაქი ამბავია, ქალაქი ბიბლიოთეკაა. ახალი სეზონის კიდევ ერთ გამორჩეულ გადაცემა, ”ქალაქი ბიბლიოთეკა”. არტარეასა და ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რატი ამაღლობელი, მის სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა ლიტერატურულ ტურში წარგვიძღვება. ამჯერად, გალაკტიონის სახლ-მუზეუმს ვესტუმრებით. პროექტი, ხორციელდება, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ასეთი თბილი, წვიმიანი ზაფხული და მუსიკალური ფერადი შემოდგომა გვქონდა არტარეაზე "თბილისურ ეზოებში. რეზო კიკნაძის კვინტეტი სოლოლაკის ერთ ერთ ყველაზე კოლორიტულ ეზოში კოჯრის N7. ეს არაჩვეულებრივი პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
2014 წელს ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი „ვინ მოკლა ჩაიკა" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის „წლის საუკეთესო რომანი" გამარჯვებული გახდა. ანა კორძაია-სამადაშვილი ავტორია მოთხრობების კრებულისა „ბერიკაობა", „მე, მარგარიტა", რომანის „შუშანიკის შვილები". მისი პუბლიცისტური წერილები და მოთხრობები ქვეყნდებოდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში" და გაზეთ „24 საათში". ანა კორძაია-სამადაშვილი, როგორც დებიუტანტი ავტორი, ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებული 2003 წელს, პრემიის დაარსებისთანავე, გახდა. საღამოს უძღვება მწერალი დავით გაბუნია და საუბარი ანასთან მიმდინარეობს როგორც მის ბოლო რომანზე, ასევე ავტორის მთელ შემოქმედებაზე. საქართველოს მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia http://on.fb.me/R7wXKu
ცოტა ხნის წინ, ჟურნალ "ი-ფლაქსში" გამოქვეყნებული, ზომებით უკიდეგანო ინტერვიუ გამოჩნდა, სათაურით „გასაუბრება ჟულიან ასანჟთან, ნაწილი პირველი", რომელიც, თავისი სიღრმით ნამდვილად ყველასგან გამოირჩეოდა. გერმანელი არტისტის - ჰანს პიტერ ფელდმანის ორგანიზებულ ინტერვიუში დიდი ინფორმაცია ჩაიდო სხვადასხვა ტიპისა და იდეოლოგიის მატარებელ სახელმწიფო და ანდერგრაუნდ სტრუქტურებზე, რომლებიც მსოფლიოს ინფორმაციის ნაკადებს, მათ გადანაწილებასა და კონტროლს უზრუნველყოფენ. @ გიგი გულედანი
თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი დაახლოებით 150 ოჯახი ცხვრობს. დასახლებას თავისი სკოლა აქვს, რომელსაც "თბილისის ზღვის სკოლა" ჰქვია. სკოლიდან დაბრუნებული ბავშვები საბჭოთა კავშირის დროს აშენებული სანატორიუმის ნანგრევებში თამაშობენ, ხელოვნურ ზღვას გაჰყურებენ და ალბათ იმ სანაპიროზე ოცნებობენ, რომელიც მათ არ უნახავთ. @ ნატა სოფრომაძე, მაკა კუკულავა
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია საუბრობს საბჭოთა ბიუროკრატიაზე, ცნობილი ფილმების ისტორიებზე, გადაღების დეტალებსა და პირად მოგონებებზე ლევან წულაძის და ეკა მაზმიშვილის გადაცემაში "სამი სკამი".